ასაკისა და განვითარების შესაბამისი პოზიტიური ინტერაქცია (6-10 წლის ასაკობრივი ჯგუფი)

Wednesday, November 8, 2017

ანა ყარაულაშვილი, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

           

თითოეულ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს ჯანმრთელი, წარმატებული ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, იპოვოს თავისი ადგილი. მაგრამ ხშირად როდესაც მშობლები საუბრობენ  საკუთარი ბავშვის/ბავშვების მომავალზე, ახდენენ საკუთარი იმედების და განწყობების პროექციას მასზე და ნაკლებად აინტერესბეთ შვილების ინტერესები და განწყობები. ხოლო როდესაც საუბრობენ ჯანმრთელობაზე - საუბარია ძირითადად ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რაც რა თქმა უნდა ,ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკლები ყურადღება ექცევა ამ დროს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას, მის თვითშეფასებას, გარმოსთან ადაპტაციის უნარებს, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრების სტილზე, ბევრად განაპირობებენ  მის ცხოვრების ხარისხს.

რა უწყობს ხელს ბავშვის „ჯანსაღი“ ემოციური ჯანმრთელობის განვითარებას?

 

რა უნდა ვასწავლოთ?

         დამოუკიდებლობა

         მიუღებელი ქცევის შეკავება,  მოთხოვნის გადავადება  და იმპულსის გადავადება

         თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვა

         პრობლემის გამკლავების სტრატეგიების შემუშავება

         წინასწარ მოლაპარაკებული წესების შესრულება

         ემოციის მისაღები გზით გაზიარება და გამოხატვა.

         სხვაზე ზრუნვა

 

რა ახდენს გავლენას ბავსვის განვითარებაზე? და კერძოდ, რა განაპირობებს ბავშვის იმ პიროვნებად ჩამოყალიბებას, რომელიც ზრდასრულ ასაკში გვევლინება?

არსობებს მრავალი თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას თუ რა ახდენს გავლენას ბავშვის განვითარებაზე და რა განსაზღვარს ბავშვის ქცევას და საბოლოოდ ზრდასრული ადამიანის ცხოვრების სტილს. ამჟამად ჩვენ არ გავჩერდებით ამ თეორიების განხილვაზე. უბრალოდ ვიტყვით, რომ ყველა ეს თეორია შეიძლება რამოდენიმე  ჯგუფში გავაერთიანოთ.

ერთ-ერთ მიდგობა - ე.წ. სამედიცინო/ბიოლოგიური მოდელი, რომლის თანახმად - ბავშვი უკვე იბადება გარკვეული  ნიშან-თვისებებით, რომლებსაც მკაცრად ბიოლოგიური საფუძველები აქვს და ეს არის სამუდამო.

მეორე მიდგობა -ე.წ. სოციალური მოდელი, რომლის მიხედვით - როდესაც ბავშვი იბადება, ის „სუფთა დაფაა“, რომელზეც შემდგომ გარემო წერს თავის სცენარს.

ბიჰევიორიზმი (მეცნიერება ქცევის შესახებ) ამბობს - ადამიანები არ არიან არც კარგები, არც ცუდები. ისინი უბრალოდ გარემოს ზეგავლენით არიან განპირობებულნი.  ქცევის ფორმების უმრავლესობას ადამიანი დასწავლის გზით იძენს.

და ე.წ. ბიოსოციალური მოდელი, რომლის მიხედვით - ბავშვი იბადება ნიშანთა/თვისებათა გარკვეული წინაპირობით, რომელსაც საფუძვლად გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორები უდევს, რომლებზედაც შემდგომ გარემო ახდენს თავის გავლენას და განაპირობებს მათი გამოხატვის ხარისხს, ინტენსივობას, თავისებურებას და ა.შ. (ტყუპებზე განხორციელებული კვლევები).

ბავშვის განვითარებას და მის ცხოვრების სტილს განაპირობებს ფაქტორთა კომპლექსი, რომლებიც ურთიერთზემოქმედების პროცესში იმყოფებიან ერთმანეთთან. ბავშვის ქცევის  ბევრი თავისებურება ჩადებულია მის გენეტიკურ კოდში, მაგრამ ყოველი ქცევა ყალობდება გარკვეული  საზღვრების ფარგლებში, რომლებსაც (საზღვრებს) მოიცავს გარკვეული გარემო.

სოციალური ფაქტორების ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვის განვითარებას ან პირიქით  გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემები და სირთულეები ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა სფეროში (მაგ. კოგნიტური, პიროვნულ ემოციური და სხვა).

ბავშვი არის გარკვეული სოციუმის წევრი (ოჯახი, ბაღი/სკოლა, ქალაქი და ა.შ.), რომელიც მოიცავს გარკვეული სოციუმისთვის დამახასიათებელ განწყობებს, წეს-ჩვეულებებს, ღირებულებებს, ტრადიციებს, აღზრდის სტილს და ა.შ. და მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ოჯახში არსებული განწყობები, რწმენები, აღზრდის სტილი, ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები გავლენას ახდენს  ბავშვის განვითარებაზე, მის ქცევაზე, და საბოლოოდ იმაზე, თუ როგორ პიროვნებად ყალიბდება ბავშვი ზრდასრულობის ასაკში.

 

ფაქტორთა ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ბავშვის განვიათარებაზე:

 

 მშობლობის, ბავშვთან ურთიერთობის სტილი

 

განასხვავებენ მშობლობის რამოდენიმე ძირითად სტილს - ავტორიტეტული, ავტორიტარული, ყველაფრის უფლების მიმცემი, პასიური.

ავტორიტეტული მშობელი არის:

·         მოსაყვარულე, დაკავებული ბავშვის ინტერესებით

·         საღვრავს წესებს და აჩვენებს ქცევის შედეგებს და ამასთან ერთად თვითონ აჩვენებს შესაბამისი ქცევების მაგალითს

·         იყენებს ლოგიკურ მსჯელობებს, ეფუძნება აზროვნებას და მოლაპარაკების ტექნიკებს ბავშვთან ურთიერთობის დროს

·         იღებს ბავშვს

 

ამ დროს ბავშვი ხდება:

·         ბედნიერი,

       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით,

       კეთილი,

·         ცდილობს და ხშირად კარგად წყვეტს პრობლემებს

·         თვითდარწმუნებული

·         თანამშრომლობითი

·         ლიდერი

 

ავტორიტარული  მშობელი არის:

·         ემოციურად განყენებული, გარიყული

·         ბოსი, რომელიც ამბობს -- „იმიტომ, რომ მე ვთქვი“

·         იყენებს ფიზიკურ დასჯას ან ვერბალურ დამცირებას

·         არ აღიარებს ბავშვის გრძნობებს

 

ამ დროს ბავშვი ხდება:

·         უხასიათო,

       მაღალი შფოთვით

·         ცდილობს „კარგად“ მოიქცეს

·         უჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება

·         ხშირად პასიურია

 

ყველაფრის უფლების მიმცემი მშობელი არის:

·         მოსიყვარულე

·         ცდილობს სხვას არ აწყენინოს, და ხშირად წინადადებას ასრულებს კითხვით _“ყველაფერი კარგად არის?“

·         ყველაფერს პატიობს

·         უჭირს უარის თქმა და საკუთარი პოზიციის დაცვა

·         ხშირად იცვლის აზრის

·         ადვილად მანიპულირებადია

 

ამ დროს ბავშვი ხდება:

·         ზოგჯერ ზედმეტად მომთოხვნი

·         ადვილად ვარდება იმედგაცრუებაში, თუ არ სრულდება მისი სირვილები

·         არ გამოხატავს ემპათიას და თანაგრძნობას სხვების მიმართ

·         პასიურია გადაწყვეტილების მიღებაში

 

პასიური მშობელი არის:

·         ემოციურად გულგრილი

·         დაუცველი

·         უგულებელყოფს დისციპლინას

·         არათანამიმდევრული და არაწინასწარმეტყველებადი

ამ დროს ბავშვი ხდება:

·         ჭირვეული

·         ზოგჯერ უხეში

·         ხშირად ყოყმანობს

·         პასიურია გადაწყვეტილების მიღებაში

 

6-10 წლის ასაკის ბავშვების თავისებურებანი:

 

ამ ასაკის ბავშვებიჯერ კიდევ მგრძნობიარენი არიან შეცდომების დაშვებისას დასჯის მიმართ. ამ ეტაპის განმავლობაში ბავშვები ეგუებიან სკოლის გარემოს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში დასჯისას ბევრი ბავშვი, როგორც წესი, იბუზება და დაუცველად გრძნობს თავს. ხშირად წესების მიმართ რიგიდულები არიან (თუ ეს წესები ადრეულ ბავშვობაში იყო ჩამოყალიბებული მათთან მიმართებაში), ბავშვს უკვე ესმის წესის მნიშვნელობა და დანიშნულება და მისი შესაბამის სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობდა. მათ ხშირად ჰყავთ ავტორიტეტული პიროვნება (არ არის აუცილებლად ეს იყოს მშობელი), რომლის აზრი მათთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ამ დროს ბავშვებს უნდათ:

·         იყვნენ უსაფრთხოდ.                     

·         გაუგონ მათ და გამოხატონ თანაგრძნობა მათ მიმართ.

·         უყვარდეთ ისინი.

·         დააფასონ ისინი

·         პატივს სცემდნენ მათ.

6-დან 11 წლამდე ყალიბდება/უნდა ჩამოყალიბდეს:

         ბავშვისთვით-კომპეტენტურობა და ადეკვატური თვითშეფასება;

         იმპულსის შეკავებისა დ აგადავადების უნარი

         ემოციის ადეკვატური გზით გამოხატვის უნარი და უსაფრთხოების განცდა

         დაბრკოლების გადალახვის უნარი

         არჩევანის გაკეთების უნარი

 

ბავშვბი არ მოდიან თანამშრომლობაზე, თუ მშობლები მათ ადანაშაულებენ, აწებებენ იარლიყებს, აშინებენბრძანებლობენ მათზე და იყენებენ სხვა მსგავს დირექტიულ/ავტორიტარულ სრატეგიებსს

 

მშობლისთვის  ხშირად  მნიშვნელოვანია  მათი  შვილების  საზოგადოებისთვის  მისაღები  ქცევა.ძალიან  ხშირად  ეს  არის  მოთხოვნილებების  ჭიდილი. უფროსის  მოთხოვნილებაა - წესრიგი, თავაზიანობა, რეჟიმის  დაცვა, სისუფთავე. ბავშვებს  ეს  ნაკლებად  აინტერესებთ.რომელი მათგანი  დაიწყებს საკუთარი  ნებით  პირის დაბანას, „მადლობის“  თქმას ან ეზოდან  შემოსვლის შემდეგ ხელის  დაბანას? მშობლების   ენერგიის დიდი  ნაწილი  მიდის  იმაზე, რომ დაეხმარონ  ბავშვებს სოციალური ნორმებისადმი  ადაპტაციაში. მაგრამ, ხშირად რაც უფრო მეტს ვცდილობთ ჩვენ, მით უფრო მეტად გვეწინააღმდეგებიან  ისინი.

„დაიბანე  ხელები ...“

„გამოიყენე  ხელსახოცი ...“

„ჩუმად ...“

„ჩამოკიდე  ქურთუკი...“

„გააკეთე საშინაო  დავალება“

და  ა.შ. და ა.შ.

იმისთვის, რომ მივიღოთ ბედნიერი ბავშვი საჭიროა მასთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელიც თავის თავში მოიცავს ბავშვის ქცევაზე, ემოციებზე სწორ რეაგირებას. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა ბავშვისთვის სტრუქტურირებული დღის რეჟიმის შემუშავება, ცხადი, მკაფიო წესებით, რომლებსაც იცავენ ოჯახის ყველა წევრი(რაც ძალზე მნიშვნელოვანია). და მეორე, ბავშვის ქცევებზე, ემოციებზე სწორი რეაგირება.

არასწორი რეაგირება

1.      დადანაშაულება და გაკიცხვა

2. ჩხუბი

3. დაშინება

4. ბრძანება

5. ნოტაციები და მორალის კითხვა

6. გაფრთხილება

7. მსხვერპლისროლის მორგება

8. შედარება სხვასთან

9. სარკაზმი                       

10. წინასწარმეტყველება

 

 

 

 

პოზიტიური ინტერაქციის ძირითადი სტრატეგიები - როგორ მივაღწიოთ ბავშვთან თანამშრომლობას:

·         მოახდინეთ ბავშვის გრძნობების აღიარება

·         დაუსვით ღია კითხვები, არ დაუსვათ კითხვა „რატომ?“ (ყოველ შემთხვევაში ხშირად)

·         ესაუბრეთ ბავშვს -  და არა  მას

·         ესაუბრეთ ბავშვი თვალით თვალში ყურებით

·         გამოიყენეთ ბავშვის სახელი

·         მოახდინეთ სოციალური უნარ-ჩვევების მოდელირიბა („მადლობა“ ...)

·         წაახალისეთ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება

·         გამოიყენეთ აღწერითი შეფასება და განმამტკიცებელი, შექება უნდა იყოს ობიექტური და არა სუბიექტური:

·         მოთხოვნების, წესების პოზიტიურად ფორმულირება, ერიდეთ სიტყვას „არა“

·         ნაცვლად დასჯისა წახალისების სტრატეგიების გამოყენება

·         რამდენიმე ალტერნატივის  შეთავაზება  და მისი არჩევანის პატივისცემა

·         ბავშვთან საუბარი მისი ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის მიერ ინიცირებული საუბრები და უფროსის მიერ ინიცირებული საუბრები

·         არ არის რეკომენდირებული ლექციების წაკითხვა, ბუზღუნი

·         ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ე.წ. დადებითი ყურადღება დღის განმავლობაში

·         ხმის ტონის მართვა საუბრის დროს

·         ბავშვისთვის ინფორმაციის  მიწოდება, რომ შეცდომა ლეგიტიმურია და  ყველამ შეიძლება ის დაუშვას

·         ბავშვის მიმართ სიყვარულის გამოხატვა

·         ბავშვთან სათამაშოდ დროის გამონახვა

ამ დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ უნდა:

Ø  უნდა შენარჩუნდეს თანამიმდევრობა

Ø  არ უნდა იყოს შემოღებული ისეთი წესი ან პირობა, რომელიც ვერ შესრულდება

Ø  მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა იცვლებოდეს ბავშვის არასასურველი ქცევის გამწვავების შედეგად

 

უფრო დაწვრილებით გავჩერდეთ ზოგიერთ ზემოდ ჩამოთვლილ სტრატეგიაზე.

არსებობს თანამშრომლობის მიღწევის რამდენიმეგზა(სიტუაცია - ბავშვმა სკოლიდან მოსვლისას იატაკზე დააგდი თავისი ქურთუკი)

·         აღწერეთ, რასაც ხედავთ (ქურთუკი, შენი ქურთუკი გდია იატაკზე)

·         მიაწოდეთ ინფრომაცია ( ქურთუკზე შეიძლება დაგვისხლტეს ფეხი, „ქურთუკი შეიძლება გაჭუჭყიანდეს“)

·         აღწერეთ საკუთარი გრძნობები  (მე არმომწონს, როდესაც იატაკზე გდია ქურთუკი“)

·         აღწერეთ ერთი სიტყვით

    • ბავშვებსარუყვართგრძელილექციების, ნოტაციებისმოსმენა. ხშირადამდროსკარგავენაზრისმსვლელობას.
    • ესმეთოდიგანსაკუთებითმოსწონთმოზარდებს.
    • საყურადღებოა: ამდროსერთისიტყვისფრაზის ნაცვლად არგამოიყენოთთქვენიშვილისსახელი - „კონსტანტინე“.

·         მიეცით არჩევანი (შენ შეგიძლია დადო ქურთუკი სკამზე ან ჩამოკიდო საკიდზე და დღის საღამოს სასეირნოდ წასვლის წინ მალევე აიღო ის და ჩაიცვა)

         შესთავაზეთ ის, რაზეც  ბავშვი  უარს ვერ იტყვის, მაგ., „ჩაიცვი იმისთვის, რომ წახვიდე გარეთ პარკში სასეირნოდ“. თავდაპირველად  შესთავაზეთ ორი ალტერნატივიდან  ერთ-ერთის ამორჩევა. შეიძლება დაიწყოთ მარტივიდან, მაგ., „რომელი გზით წავიდეთ სკოლაში - პარკის გავლით თუ სტადიონის გავლით?“. არჩევანის შემთხვევაში, იყავით მზად იმისთვის, რომ უნდა მიჰყვეთ მას.

         დაიწყეთ სიტყვებით „როდესაც შენ ........, მაშინ .....“  და არა - „თუ შენ ......, მაშინ .....“. უკანასკნელ შემთხვევაში თქვენ არ აძლევთ ბავშვს არჩევანის საშუალებას/ „როდესაც შენ გაიხეხავ კბილებს, მე წაკიგითხავ წიგნს“

         შესთავაზეთ „სწორი“ არჩევანი - „შენ ჯერ გინდა კბილების გახეხვა თუ პიჟამოს ჩაცმა?“ „შენ დაიხურავ წითელ ქუდს თუ მწვანეს?“

         შემდეგ, მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციებში სთხოვეთ ბავშვ თვითონ მიიღოს გადაწვეტილება - პატივი ეცით მას.

 

·         დაუწერეთ წერილი ( მიხარია, რომ სკოლაში კარგი ნიშნები მიიღე. მაგრამ ქურთუკი უნდა იყოს სკამზე ან  საკიდზედედა). წერილი  შეიძლება ატარებდეს იუმორისტულ ხასიათს.

    • ბავშვებიუმრავლესობასუყვართწერილებისმიღება - განურჩევლად იმისა, იციან თუ არ აკითხვა
    • არარისაუცილებელიშეტყობინებაშიიყოსმარტოსიტყვები, ისშეიძლებასხვადასხვაფორმითგაფორმდეს
    • ესმეთოდიხშირადმუშაობსიმშემთხვევაში, როდესაცთხოვნისმრავაჯერადიგანმეორებისშემდეგისმაინცარსრულდება

წესების, მოთხოვნების პოზიტიური ფომულირება:

·         ეს  პირდაპირი მინიშნებაა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, ნაცვლად იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს

         უნდა იყოს მითითებული არა მხოლოდ არასასურველი ქცევის შეწყვეტის აუცილებლობა, არამედ ისიც, თუ რითი უნდა ჩანაცვლდეს ის. მაგ., „დათო დაამთავრე თამაში, ჩადე წიგნები ჩანთაში და წადი აბაზანაში“. მშობელმა ბავშვს უთხრა არა მხოლოდ ის, თუ რა აღარ უნდა გაეკეთებინა, არამედ ისიც, თუ რა სახის ქცევით უნდა შეცვალოს

         მაგ. ნაცვლად დებულებისა - „არ დაანაგვიანო ოთახში“  - „ყველა ნივთი უნდა იდოს თავის ადგილას“  

 

წახალისების სტრატეგიების გამოყენება:

გადაიტანეთ  აქცენტი ნეგატიური ქცევიდან პოზიტიურ ქცევაზე

მაგ., ბავშვი აპროტესტებს საკუთარი მაგიდის დალაგებას. გადაიტანეთ აქცენტი არასასურველი ქცევიდან (პროტესტი მაგიდის დალაგებაზე), სხვა მის მიერ წარმატებით შესრულებულ ქცევაზე (გაკვეთილების სწრაფად და დროულად შესრულებაზე). სცადეთ - „ვიცი, რომ დაღლილი ხარ და თამაში გინდა, მაგრამ ამას სწრაფად შეასრულებ (ჩემი დახმარებით) და შემდეგ დაგრჩება მეტი დრო სთამაშოდ. შენ ეს დაიმსახურე, იმდენად კარგად და სწრაფად შეასრულე საშინაო დავალებები“

შეაქეთ კონკრეტული და რეალური მიღწევა

აუცილებლად წაახალისეთ და შეაქეთ თუნდაც მინიმალური წარმატებისთვის. მაგ., მათემატიკაში დავალებების შესრულების დროს, ბავშვმა ვერ შეძლო ყველა დავალების სწორად შესრულება, მაგრამ რამოდენიმე მაინც სწორად გააკეთა. შეაქეთ ის ამისთვის

ამ დროს გახსოვდეთ, რომ შექება აუცილებლად უნდა იყოს ობიექტური და მიმართული კონკრეტულ ქმედებაზე. შექება არ უნდა ატარებდეს ზოგად ხასიათს - „კარგი  ხარ“ – „ყოჩაღ, როგორ სწრაფად და რაც მათავარის სწორად ამოხსენი ეს ორი ამოცანა!“

შექების დროს მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ არა მხოლოდ მიღწეული შედეგი, არამედ ბავშვის მცდელობაც, მისი ძალისხმევა, რომელიც მან გაწია შედეგის მისაღწევად.

ისაუბრეთ შეცდომის დაშვების ლეგიტიმურობაზე.  ამასთან ერთად, ნუ ეცდებით შეცდომის ან ბავშვის წარუმატებლობის ნიველირებას. რეპლიკა - „არა უშავს, რა მოხდა“ ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია, რადგანაც ბავშვმა ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა და სიტუაციის „ვითომ შემსუბუქება“ შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანოს. როდესაც ბავშვი დავალებას ვერ აკეთებს, აღნიშნეთ ეს ფაქტი:“ამჯერად არ გამოგივიდა“, „ამჯერად ვერ გააკეთე“ და აუცილებლად  დაამატეთ რეპლიკა:“სწავლის პროცესში ეს ბუნებრივია, ჯერ არ გამოგდის, მერე ვივარჯიშებთ და გამოგივა“

როდესაც ბავშვი ახორციელებს თქვენთვის მიუღებელ ქცევას, ეცადეთ გაიგოთ  რა ემოცია უდევს საფუძვლად მას და გაახმოვანოთ ის. მაგ., „მე მესმის სენ ეხლა ხარ გაბრაზებული, იმიტომ რომ ...“, „შენ გაგიხარდა და ამიტომ .....“ და სხვა

 

ბავშვების გრძნობების აღიარება:

არსებობს  პირდაპირი  კავშირი  იმას  შორის, თუ  რას  გრძნობენ  ბავშვები   და  როგორ  იქცევიან

როდესაც  ბავშვები  კარგად  გრძნობენ  თავს, ისინი - კარგად  იქცევიან

როგორ  უნდა  დავეხმაროთ  მათ  კარგად  იგრძნონ  თავი?

უნდა  ვაღიაროთ  და  მივიღოთ  მათი  გრძნობები!

შეხედეთ   ბავშვის  პოზიციიდან

 

არასწორი  რეაგირება:

·         გრძნობების  უარყოფა - „რა სისულელეა ამაზე ნერვიულობა. შენ ალბათ უბრალოდ დაიღალე“

·         ფილოსოფიური  პასუხი - „რას იზამ. ცხოვრება ასეთია, ყოველთვის არ გამოდის ისე, როგორც ჩცვენ გვინდა“

·         რჩევა - „მე მგონის შენ უნდა გააკეთო შემდეგნაირად ......“

·         კითხვების  დასმა - „რისი ბრალია ეს ყველაფერი?“, „რატომ მოხდა ეს?“

·         სხვა  ადამიანის  დაცვა - „ალბად შენ ვერ გაითვალიწინე შენი  კლასელის თხოვნა და ამიტომ .....“

·         შეცოდება - „შენ საწყალო. როგორ მეცოდები“

 

როგორ  დავეხმაროთ  ბავშვს  საკუთარ  გრძნობებში  რომ  გაერკვიოს? სწორი რეაგირების გზები

ვისაუბროთ  გრძნობებზე

         ბავშვები  ხშირად ბრაზდებიან, როდესაც  მათ ნეგატიურ გრძნობებს  უარყოფენ ან უმნიშვნელოდ  თვლიან

         ლოგიკური განმარტება ამ დროს  არ მუშაობს

         ბავშვებს უნდათ, რომ თქვენ იცოდეთ, თუ  რას  გრძნობენ  ისინი

         ზოგჯერ  მხოლოდ  მოსმენაა საკმარისი

კონკრეტული გზები:

·         ყურადღებით და მშვიდად  მოუსმინეთ

·         გაიზიარეთ  მისი  გრძნობები („მესმის“, „აა“ ....):

არ არის აუცილებელი ამ დროს დავეთანხმო მის გრძნობებს - მთავარია მივიღოთ ის.  მტკიცებულება „შენ აბსოლუტურად მართალი ხარ“, მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში დაამშვიდებს ბავშვს, მაგრამ არ დაეხმარება სიტუაციის გარკვევაში. დაასახელეთ  მისი  გრძნობები

·         აჩვენეთ, რომ  თქვენთვის გასაგებია  ბავშვის  გრძნობები

ყველაზე  მნიშავნელოვანია  ჩვენი  დამოკიდებულება. და  ყველაზე  რთულია  -  მოვუსმინოთ  ბავშვების  სიტყვები, და დავასახელოთ  გრძნობები.

მნიშვნელოვანია  გავამდიდროთ  ბავშვი შესატყვისი  სიტყვათა  მარაგით, რომელიც დაეხმარება  მას  გრძნობების  გამოხატვაში

 

აქ შეიძლება წამოიჭრას საკითხი - თუ  მოხდა ასე, რომ ვცდილობთ  გრძნობის  დასახელებას და არ ვართ  მართალნი.. მაშინ რა  ვქნათ?

არაფერია.  ბავშვი თვითონ შეიტანს  შესწორებას. მაგ.,

ბავშვი - „მამა, ჩვენი ტესტი გადადეს მომავალ  კვირამდე“

მამა - „ამან ალბათ გაგახარა“

ბავშვი - „არა, გავბრაზდი. ისევ მომიწევს ერთი და იგივეს გამეორება უკვე მეორეჯერ“

მამა - „გასაგებია, შენ გინდოდა მალე მოგეცილებინა ეს თავიდან“

ამ დროს მშობლები ხშირად სვამენ კითხვას - რა რეაქცია  უნდა  გვქონდეს  სიტყვებზე „შენ ცუდი  ხარ“, „ვერ  გიტან“? ესეც მივიღოთ?

            თუ ეს  სიტყვები გაღელვებთ, უთხარით  ბავშვს  ეს: “მე არ მომწონს, რასაც ახლა ვისმენ. შენ თუ გაბრაზებული ხარ ჩემზე, მითხარი სხვა სიტყვებით თუ შეიძლება/ იქნებ მოვახერხო შენი დახმარება“.

ნებისმიერი გრძნობა  შეიძლება  მივიღოთ. მაგრამ  ზოგიერთი  ქმედება  უნდა  იყოს შეზღუდული. მაგ., „მე ვხედავ, რომ შებ გაბრაზებული ხარ  შენს  ძმაზე. უთხარი ეს მას სიტყვებით და არა მუშტით“

ხშირად ბავშვებს იმისთვის, რომ იგრძნონ სიმშვიდე სჭირდებათ მოტორული, ფიზიკური აქტივობა - ბალიშებით ბრძოლა, ძველ ყუთებზე დარტყმა, პლასტელინის  ზილვა, ქაღალდის  დახევა. მიეცით მათ ამის საშუალება, მაგრამ წარმართული და მისაღები გზით. აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ოქროს შუალედი. თუ ბავშვი ახორციელებს ქცევას, რომელიც ავნებს მას, სხვას ან ნივთებს ის უნდა გავაჩეროთ. მაგრამ არა ყვირილით.

 

საყურადღებოა:

1.   ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც იმეორებენ მათ სიტყვებს (თუთიყუშივით). სასურველია მოხდეს პერეფრაზირება.მაგ., ბავშვი - „მე აღარ  ვეთამაშები  მარის“

მშობელი - :გასაგებია, შენ აღარ  ეთამაშები  მარის“, ბავშვი - „მე შენ უკვე  გითხარი!“, უკეთესია - „გასაგებია. შენ  გაბრაზებული ხარ მარიზე“

2.      არიან  ბავშვები, რომლებსაც არ უყვართ  ლაპარაკი, როდესაც ნაწყენები  არიან. მათთვის საკმარისია  მშობლის  ახლოს  ყოფნა.

3.      ზოგიერთი  ბავშვი  ბრაზდება, როდესაც ისინი განიცდიან რაღაცას  მძაფრს, ხოლო  მშობლების  რეაქცია  არის ზედმეტად „სწორი“, მაგრამ  „ცივი“

ამიტომ, ამ დროს მნიშვნელოვანი ტონიც და არა  მარტო  სიტყვები.

4.      მაგრამ ზედმეტი  ექსპრესიაც არ არის საჭირო

5.      მნიშვნელოვანია  ვიყოთ  გულწრფელნი - თუ  გავბრაზდით შეიძლება ეს გამოვხატოთ ტონით.

 

ამ მეთოდებმა   გარკვეული სირთულეები  შეიძლება  გამოიწვიოს. ეს არ არის მარტივი  განსახორციელებელი.

ბევრისთვის ეს ახალი  და  უჩვეულია. მშობლებისგან ხშირად ისმის უნდობლობა, უარყოფა - „მე  თავს  უხერხულად  ვგძნობდი, თითქოს რაღაც როლს  ვთამაშობდი“, „ბავშები  დარჩნენ  გაკვირვებულები“, „მოსმენის  უნარი - რთული  შრომაა“, „მე ამას ყველაფერს ისედაც ვაკეთებ და ეს არ მუშაობს“, „არ მჯერა“ და ა.შ.

ის  რომ რაღაცის მიღწევა  თავდაპირველად ძნელია,  არ  ნიშნავს, რომ უნდა  დაუბრუნდეთ  აღზრდის  ძველ  მეთოდებს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ - მთავარია - თანამიმდევრობა და უწტყვეტობა. არსებობს რამდენიმე  მიდგომა და შეიძლება მათი გამოყენება კომბინაციაში ან გაზრდილი ინტენსივობით.მაგრამ, ეს მეთოდები ქმნიან პატივისცემის  ატმოსფეროს  და  ეს  მნიშვნელოვანია.

 

შეიძლება დაისვას კითხვა - როდესაც გამოვიყენებთ ამ უნარებს, არის ეს თუ არა  გარანტია იმისა, რომ  ბავშვები სწორად J მოიქცევიან?

არა. ბავშვები რობოტები არ არიან. და ჩვენი მიზანი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მეთოდების ჩამონათვალით ვმართოთ ბავშვის ქცევა.

ჩვენი ამოცანაა - მივცეთ ბავშვის საუკეთესო თვისებებს სტიმულირების ბიძგი - დავეხმაროთ მათ განივითარონ ინიციატივის, პასუხისმგებლობის, იუმორის გრძნობა, სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ ყურადღება და პატივისცემა. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ საერთო ენა და გავზარდოთ თვითშეფასება.

 

და ბოლოს:

თუ ბავშვი ცხოვრობს კრიტიკით, ის სწავლობს განკიცხვას

თუ ბავშვი ცხოვრობს მტრობით, ის სწავლობს მტრობას

თუ ბავშვი ცხოვრობს შიშით, ის სწავლობს  ზედმეტ სიფრთხილეს

თუ ბავშვი ცხოვრობს სირცხვილით, ის  გრძნობს თავს დამნაშავედ

თუ ბავშვი ცხოვრობს ტოლერანტობით, ის სწავლობს იყოს მომთმენი

თუ  ბავშვი ცხოვრობს  წახალისებით, ის ხდება საკუთარ თავში დარწმუნებული

თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, რომელშიაც მას იღებენ, ის სწავლობს სიყვარულს

თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც მას აღიარებენ, ის იგებს იმას, რომ კარგია, როდესაც გაქვს მიზანი

 

თუ ბავშვი ცხოვრობს უსაფრთხო გარემოში, ის სწავლობს საკუთარი თავის და გარემოს რწმენას