შუა ბავშვობა (6–11 წლის ბავშვის ასაკობრივი განვითარება, აღზრდა და სწავლება)

Tuesday, October 31, 2017

              

 

თამარ გაგოშიძე

 

ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

შუა ბავშვობა ბავშვის სკოლაში შესვლის პერიოდიდან იწყება, საშუალოდ, 6 წლის ასაკიდან და 11 წლამდე, წინა პუბერტატის ასაკამდე გრძელდება. ბავშვობის ეს პერიოდი ხასიათდება განსაკუთრებული სილაღით, ცნობისმოყვარეობით, შემეცნების სიყვარულით, მოქნილი, კოორდინირებული მოძრაობის სწრაფი განვითარებით, აზროვნების პროცესების თვისებრივი ცვლილებებით, ნებელობისა და თვით–მართვის უნარის განვითარებით. შუა ბავშვობა დაწყებითი სკოლის ბოლომდე გრძელდება. ამ პერიოდში იწყებს ბავშვი წერა–კითხვის და მათემატიკის სწავლას, აკადემიურ ჩვევებში დაოსტატებას,  უვითარდება ჯგუფთან მიკუთვნების განცდა, მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდს თავისი სირთულეები ახლავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და მასწავლებელმა იმისათვის, რომ ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების განვითარებას და მის ემოციურ კარგად ყოფნას შუწყოს ხელი. კვლევების მიხედვით, შუა ბავშვობაში მიღებული ნეგატიური გამოცდილება - ბავშვის შესაძლებლობების და ინტერესების გაუთვალისწინებლობა, მისდამი არაადეკვატური მოლოდინები, არათანმიმდევრული აღზრდის სტილი ბავშვის ემოციურ და ქცევის პრობლემებს, ასევე სწავლისადმი მოტივაციის დაქვეითებას უწყობს ხელს.

6 წელი და მისი თავისებურებები: კვლევების მიხედვით, 6 წელი კრიზისული პერიოდია ბავშვის განვითარებაში, რადგან ამ დროისთვის მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ბავშვი მიდის სკოლაში, თამაშიდან გადადის დასწავლის აქტივობაზე, მან უნდა მოთხოვნით გააკეთოს ისეთი დავალებები, რაც ნაკლებად სასიამოვნო შეიძლება იყოს მისთვის. სასკოლო გარემო და მისი მოთხოვნები ბავშვისთვის უცხო და სრულიად ახალია. იმისათვის, რომ ბავშვი ადვილად შეეგუოს ახალ გარემოს და მისთვის ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს სასკოლო სიტუაცია, ის მზად უნდა იყოს სკოლისათვის.

ამ პერიოდისათვის მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო მზაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ  ბავშვს განვითარებული უნდა ჰქონდეს ის უნარები, რაც აუცილებელია წერა–კითხვის და მათემატიკის ასათვისებლად, ასევე მოთხოვნების შესასრულებლად, გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრაციისათვის. ამას გარდა, აუცილებელია ბავშვს შეეძლოს დაბრკოლების გადალახვა, წარუმატებლობასთან გამკლავება და ჯგუფში წესების მიხედვით მოქმედება. შესაბამისად, სასკოლო მზაობა მოიცავს ბავშვის როგორც შემეცნებითი და აზროვნების სფეროს მზაობას, ასევე შეგრძნებებისა და მოძრაობების, ემოციური სფეროსა და ნებელობის მზაობასაც.

შეგრძნებები და მოძრაობები:

·         შეუძლია თითების სწრაფი და მოქნილი მოძრაობა,

·         ადვილად იკრავს თასმებს, ღილებს, იხატავს ფიგურებს,

·         დამოუკიდებლად ხატავს,

·         შეუძლია თვალის და ხელის ზუსტი კოორდინაცია, წონასწორობის კარგად დაცვა,

·         ბავშვი კარგად და სწრაფად დარბის, მოსწონს სპორტული აქტივობები, კარგად თამაშობს ბურთით, ატარებს ველოსიპედს.

შემეცნებითი უნარების თავისებურებები:

·         ყურადღების კონცენტრაცია 30 წუთი,

·          რთული მხედველობით–სივრცითი გარჩევა და ცნობა,

·         ფონოლოგიური მეხსიერების მოცულობა, ანუ უშუალოდ 

·         მუშა მეხსიერების განვითარება, როდესაც საჭიროა დახსომებული ინფორმაციის გონებაში შეჩერება და მიმდინარე მოქმედებისას გამოყენება.

აზროვნების თავისებურებები:

         იგებს კატეგორიებს, შეუძლია კატეგორიაში საგნების გაერთიანება და კატეგორიაში ელემენტების ჩამოთვლა;

         მოვლენებს შორის კავშირის დამყარებისას, მიზეზ–შედეგობრივი კავშირების გაგებისას ხელმძღვანელობს აღქმით მიღებული შთაბეჭდილებებით; მისთვის წამყვანი ხატოვანი აზროვნებაა;

         შეუძლია რაოდენობის გაგება კონკრეტულ ობიექტებზე, თუმცა ჯერ ვერ ახერხებს რაოდენობის მუდმივობის გაგებას; მაგ., პლასტელინის ერთი და იგივე მასისგან ბავშვის თვალწინ გაკეთებული „ბურთულა“ და „ძეხვი“ სხვადასხვა სიდიდისაა მის თვალში, რადგან „ძეხვი“ გრძელია, ის უფრო დიდია.

         ბავშვს შეუძლია საგნებზე კონკრეტული მოქმედებების შესრულება – შეკრება, გამოკლება მაგრამ უჭირს იმის გაგება, რომ მოქმედება შეიძლება შექცევადი იყოს, მაგ., 2+5=7 და 7–2=5;

         ეგოცენტრიზმი – სხვის პოზიციაზე დადგომის, განსხვავებული პოზიციიდან მოვლენის განხილვის შეუძლებლობა.

ენისა და მეტყველების თავისებურებები:

         გამართული სინტაქსი;

         რთული ქვეწყობილიწინადადებები;

         მოქნილი თხრობითი მეტყველება;

         ზედსართავი სახელების, ზმნიზედების, პირდაპირი და ირიბი ობიექტის თავისუფლად გამოყენება;

         დიალოგის ადვილად წარმართვა და შენარჩუნება;

         ფონოლოგიური ცნობიერება: სამეტყველო ბგერების სიტყვაში გარჩევა და ბგერების სიტყვად გაერთიანება, რაც აუცილებელია კითხვის დასაუფლებლად.

ემოციური სფეროს თავისებურებები:

         ეზრდება მეგობრების წრე, უნდა მეგობრობა;

         სოციალური გარემო, გარშემომყოფები მნიშვნელოვანი ხდება;

         უეცრად ეცვლება გუნება, აფექტის არასტაბილობის გამო – ხან “საუკეთესო მეგობარია”, ხან კი “დაუძინებელი მტერი”; ამიტომ არასტაბილური ურთიერთობები აქვს;

         ესაჭიროება უფროსის შექება, წახალისება, მხარდაჭერა; ცდილობს თავის მოწონებას.

         მისთვის მნიშვნელოვანია უფროსის მოლოდინი და შეფასება;

         ადვილად უცრუვდება გული წარუმატებლობის ან შეცდომის დაშვებისას;

         არ უყვარს შენიშვნა, წაგება, დაბრკოლება;

         უყვარს სტაბილური, წინასწარმეტყველებადი გარემო, თავს დაცულად გრძნობს, როდესაც წინასწარ იცის თავისი ქცევის შედეგები;

         აქვს შიშებისკენ მიდრეკილება, რადგან წარმოსახვა აქტიურად ვითარდება.

7 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები: ეს ასაკი აღარ არის კრიზისული. ბავშვს უკვე გავლილი აქვს ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის პერიოდი და მობილიზებული აქვს სასკოლო აქტივობისათვის საჭირო რესურსები.

         ადვილად შეუძლია იმპულსის შეკავება, გადავადება, რადგან ნებისყოფა უვითარდება;

         შეუძლია დაგეგმვა, პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს;

         შეუძლია ახალი გამოცდილება უკვე ნასწავლს დაუკავშიროს ცნობიერად;

         დაძლეული აქვს ეგოცენტრიზმი, შეუძლია თანამშრომლობა, ადვილად გაზიარება;

         უკვე თანამშრომლობს მასწავლებელთან, მოსწონს იყოს მისი დამხმარე, ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას და მისგან შექების დამსახურებას;

         მისთვის მნიშვნლოვანი ხდება მეგობრობა, სხვა თანატოლის გულის მოგება, ნაკლებად კონფლიქტურია;

         ურჩევნია ჯგუფური თამაში თავისი სქესის წარმომადგენლებთან;

         ღელავს შესაძლო წარუმატებლობაზე, შფოთავს, რომ არ მოეწონებათ, არ იმეგობრებენ;

         სხვას აბრალებს თავის წარუმატებლობას ან მიუღებელ ქცევას.

7 წლის ბავშვის აზროვნების თავისებურება:

         ამ პერიოდში უკვე იწყება და ყალიბდება აზროვნების კონკრეტული ოპერაციების სტადია, რომელიც 11 წლამდე გრძელდება;

         ბავშვი უკვე ადვილად იგებს რაოდენობისა და სიდიდის  მუდმივობას მიუხედავად ხატის გარეგნული ცვლილებებისა;

         ბავშვს უკვე შეუძლია კლასიფიკაცია არა მხოლოდ ერთი ნიშნით, არამედ რამდენიმე ნიშნითაც, ობიექტების დაჯგუფება, ქვეჯგუფების გამოყოფა, გაერთიანება ერთ ჯგუფში;

         სერიაცია –  სიდიდის მიხედვით ობიექტების გონებაში დალაგება;

         ბავშვს უკვე შეუძლია შექცევადი გონებრივი მოქმედების თავისუფლად შესრულება, მაგალითად, შეკრება–გამოკლება, რიცხვის შემადგენლობის გაგება;

8–11 წლის ბავშვის განვითარების თავისებურებები:

         თანატოლებთან ურთიერთობისა და თამაშის უფრო მეტი ინტერესი აქვს;

         უკვე ყავს რამდენიმე გამორჩეული მეგობარი;

         იყალიბებს მორალურ ღირებულებებს და შეუძლია იმსჯელოს მისაღებ და მიუღებელ, “კარგ” და “ცუდ” ქცევაზე;

         შფოთავს მნიშვნელოვანი ადამიანის მოლოდინის გაცრუების გამო;

         ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ცდილობს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები;

         ლოგიკურად მსჯელობს და უვითარდება კონკრეტული ოპერაციების დონეზე პრობლემის გადაჭრის უნარები.

შუა ბავშვობის პერიოდის სპეციფიკა:

         აწუხებთ რა არის “სწორი” და “არასწორი”, “კარგი” და “ცუდი”. მათთვის მისაღებია მკაფიო ოპოზიციები.

         თანატოლების ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ჯგუფური ქცევა, ჯგუფისადმი მიკუთვნება წამყვანი ქცევაა. “ჩვენ და სხვები” პრინციპი ტენდენციაა ურთიერთობებში.

         უვითარდებათ ძლიერი წარმოსახვა, მოსწონთ რეალობით წარმოსახვაში მანიპულირება. დასწავლაში წარმოსახვა ეხმარებათ და შეუძლიათ ახალი ცოდნა წარსულ გამოცდილებას დაუკავშირონ.

         ამჟღავნებენ უკიდურეს ცნობისმოყვარეობას და გარემოსადმი შემეცნებით ინტერესს. მათთვის სამყაროს მრავალფეროვნება სიხარულის და აღმოჩენების მოთხოვნილების წყაროა.

         უვითარდებათ კონკრეტული და შემდეგ აბსტრაქტულ–ლოგიკური აზროვნების ოპერაციები. შესაბამისად შეუძლიათ მიზეზ–შედეგობრივი მიმართების, ლოგიკური და კატეგორიული მიმართების გაგება.  

წესების დაცვისა და შესრულების ჩამოყალიბება:

         6–7 წელი: წესებზე რიგიდული მიწებება: ბავშვს ესმის წესის მნიშვნელობა და დანიშნულება და მისი შესაბამის სიტუაციაში გამოყენების აუცილებლობა; ბავშვმა იცის, რომ წესი უცვლელია კონკრეტულ სიტუაციაში და რა მოყვება ამ წესის დაცვას.

         8–11 წელი: ავტორიტეტზე დაფუძნებული წესები: უფროსის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი პატივისცემით და ხათრით ბავშვი ასრულებს წესებს და მითითებებს. მისი სურვილია ასიამოვნოს ავტორიტეტს და მისგან ქება დაიმსახუროს, მის თვალში იყოს “კარგი”.

თვით–კონტროლის განვითარება:

         6–7 წელი: შეუძლია ახსნა–განმარტების, წესების და სხვების მოსაზრებების გაგება; ვერბალური მითითების გაგება და შესრულება, სიამოვნებასა და ვალდებულებას შორის დისბალანსის რეგულირებისა და იმპულსის კონტროლის განვითარება;

         8–11 წელი: შეუძლია რამდენიმე ნაბიჯიანი მოქმედებების დაგეგმვა და მათ შესრულებაზე კონტროლი, დამოუკიდებლად თვითმომსახურება, დამოუკიდებლად ვალდებულების შესრულება და კონტროლი; პერიოდულად ესაჭიროება უფროსის მითითება და შემოწმება. უკვე შეუძლია იმპულსის კონტროლი და

თვით–რეგულაციის განვითარება:

·         6–7 წელი: უჭირს წარუმატებლობით გამოწვეული შფოთვის და შიშის დაძლევა, სიბრაზის კონტროლი სურვილის გადავადების შემთხვევაში; შეუძლია გარეშე გამღიზიანებლების იგნორირება და არასასურველი მოქმედების შეკავება.

·         8–11 წელი: შეუძლია დაბრკოლების გადალახვისთვის საჭირო სტრატეგიის შემუშავება, ნეგატიური ემოციების მისაღები გზით გამოხატვა,  საკუთარი განცდების სიტყვებში გამოხატვა.

ამრიგად, შუა ბავშვობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების დამოკიდებულება და შეფასება, ჯგუფში ჩართულობისა და ჯგუფისადმი მიკუთვნების განცდა. ამ განზომილებების გადაკვეთაზე ყალიბდება ბავშვის, მომავალი პიროვნების თვითშეფასება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, თვით–ეფექტურობის ჩამოყალიბება. ბავშვი სწორედ ამ პერიოდში სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, პრობლემის გადაჭრას, თვით–კონტროლსა და თვით–რეგულაციას.

რა პრობლემები შეიძლება აღმოცენდეს ამ ასაკში?

შუა ბავშვობის ასაკის განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე ბავშვებმა შეიძლება გამოამჟღავნონ :

·         სასკოლო შფოთვა, უსაფრთხოდ არ იგრძნონ თავი სკოლაში და მშობლის გარეშე არ დარჩნენ გაკვეთილზე;

·         უსუსურობის განცდა: „ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია“ –  წარუმატებლობის და შეცდომის შიშით კონკრეტულ მოქმედებაზე უარის თქმა (დავალების შესრულება, თამაში);

·         გარიყულობის განცდა –იგრძნონ თავი ჯგუფისგან იზოლირებულად და ვერ ჩაერთონ კლასის ჯგუფურ აქტივობებში, ვერ მოახერხონ კლასელებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება;

·         არასრულფასოვნების გრძნობა: „მე ყველაზე უარესი ვარ კლასში, ყველა მე მჯობს“;

·         პერფექციონიზმი: „მე ყველაფერი საუკეთესოდ უნდა გავაკეთო, მცირე შეცდომაც კი არ უნდა დავუშვა“;

·         ენაბორძიკი, ენურეზი და ტიკური აშლილობა, როგორც რეაქციები დაბრკოლების გადალახვის შიშით გამოწვეულ შფოთვაზე და ასევე, მათთვის სტრესულ მოვლენებზე;

·         შიში - მრავალფეროვანი გამოვლინებებით - ბავშვი არ იძინებს მარტო, არ უნდა მარტო ოთახში დარჩენა, ეშინია ახლობლების სიკვდილის, მონსტრების და ა.შ.;

·          „მიწებება“ დედაზე - გადაჭარბებული მიჯაჭვულობა, რის გამოც ყოველთვის უკმაყოფილოა და მოითხოვს ყურადღებას;

·         გახდეს ჩაგვრის ობიექტი ან პირიქით, იყვნენ კონფლიქტური და დაჩაგრონ თანატოლი.

რა უწყობს ხელს ბავშვის პრობლემებს ამ პერიოდში?

ბავშვი ვაკუუმში არ იზრდება და მის თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს მისთვის მნიშვნელოვანი უფროსების დამოკიდებულება და მოლოდინები. შუა ბავშვობის პერიოდში უფროსის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ბავშვი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მშობლისა და მასწავლებლის მიერ გამოთქმული რეპლიკებისა და შეფასებების მიმართ. შესაბამისად, ბავშვისათვის ავტორიტეტული ადამიანების, მშობლების დამოკიდებულებას მათი სწავლის, ქცევის თუ სურვილების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ასაკის ბავშვის პიროვნულ–ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაში. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ასაკში მშობლებზე მიჯაჭვულობის ბალანსის დაცვას.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და შემეცნების განვითარება

·         პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შუა ბავშვობის პერიოდის თავისებურებები. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ბავშვი არ იღლება და ხალისით დადის ყველა თქვენ მიერ შეთავაზებულ წრეზე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ  6-7 წლის ასაკის ბავშვის ნერვული სისტემა სწრაფად იფიტება და ერთ ჯერზე 35 წუთზე მეტი ყურადღების კონცენტრაცია არ შეუძლია.

·         6-7 წლის ბავშვები, იმის გამო რომ მათი მოძრაობები აქტიურად ვითარდება, მოუსვენრები და აქტიურები არიან, ზოგჯერ უფროსები თვლიან, რომ ჰიპერაქტიურებიც კი. ეს ბუნებრივია ამ ასაკისათვის და თუ ბავშვი არ უშლის სხვებს ხელს და არც დასწავლა უფერხდება, ნუ ეცდებით, რომ აიძულოთ მშვიდად ჯდომა.

·         არ არსებობს ზარმაცი და უპასუხისმგებლო პირველკლასელი. თუ ბავშვი არ იჩენს ინტერესს სწავლის მიმართ, გასარკვევია რა უშლის ხელს მის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას;

·         პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის სტიმულირება, რაც გულისხმობს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას და მასთან ერთად სულ მცირე დროით მაინც მისთვის საინტერესო თემის, თამაშის თუ მოვლენის განხილვას;

·         ხელი შეუწყვეთ ბავშვს დამოუკიდებლად გააკეთოს დავალებები, თუნდაც შეცდომით. უთხარით: „ვიცი, რომ შესანიშნავად შეძლებ შენ თვითონ გააკეთო. თუ გაგიჭირდა, მე დაგეხმარები“. შეაქეთ ბავშვი იმისთვის, რაც კარგად გამოუვიდა, თუ შეცდომები დაუშვა უთხარით: „მოდი ვნახოთ ეს სხვანაირად როგორ უნდა გავაკეთოთ, აბა კიდევ სცადე“;

·         სწავლის მოტივაცია და ბავშვის მონდომება ამ ასაკში უფროსებზეა დამოკიდებული. ამიტომ აუცილებელია, რომ მშობლებისთვის შეცდომის დაშვება ლეგიტიმური იყოს და არ გაკიცხოს ბავშვი ამისთვის. ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ შეცდომის დაშვების გარეშე ვერ ისწავლის და ვერ გაიგებს რა შეუძლია და რა უნდა გააუმჯობესოს. ასე ბავშვი სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, ემოციურ რეგულაციას და ადეკვატური თვითშეფასება უყალიბდება;

·         შეცდომების უგულვებელყოფა და ტყუილუბრალოდ ბავშვის შექებაც საზიანოა ბავშვისთვის. ასევე საზიანოა შეცდომის ბავშვის პიროვნებასთან გაიგივება და მისი შეფასება როგოც უყურადღებო, ზარმაცი, უპასუხისმგებლო ბავშვის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვება ნორმალური მოვლენაა სწავლის პროცესში და სასარგებლოა ახალი მასალის ათვისებისას.

·         აუცილებელიაისეთირეპლიკები, რომელთასაშუალებითაცბავშვიმიხვდება, რომშეცდომალეგიტიმურიადაშეცდომისდაშვებაარნიშნავს, რომისცუდიაანვინმესიმედებსგაუცრუებს. კერძოდ, აღნიშნავთშეცდომას, ანიმას, რაცარასწორადგააკეთადაიქვედასძენთ: “ძალიანსასარგებლოიქნებაშენთვის, ამისმერეისწავლიასეთიდავალებაროგორგააკეთოანშეცდომათავიდანროგორაირიდო. ნახე, რაკარგიგამოცდილებამიიღე.” ანშეცდომითვხვდებითრაგავიგეთდარარა, შეცდომასირცხვილიარარის. ასეუფროგაიგებრაზეუნდაიმუშავოდარაგამოასწორო;

·         დავალებისშემოწმებისდროსპირველრიგშიაღნიშნეთრაგააკეთაკარგადდამერემიუთითეთშეცდომებზე. აუცილებლადუთხარითხოლმე: “ესახლაკარგადარგამოგივიდა, ახლაგაასწორებდაშემდეგისთვისგეცოდინება; შეცდომებზეკარგადვსწავლობთ;

·         ძალიანმნიშვნელოვანიათქვენიდამოკიდებულება- სახისგამომეტყველებადატონი, როგორაფასებთბავშვისმიერგაკეთებულდავალებას. შეცდომაუნდაიყოსლეგიტიმური. თქვენბავშვისათვისავტორიტეტიხართდათუბავშვმაშეგატყოთ, რომუკმაყოფილოხართმისმიერდაშვებულიშეცდომით, ჩათვლის, რომაღარგიყვართდაცუდიბიჭია/გოგოა”. თქვენგანუნდაგაიგოს, რომშეცდომაგარდაუვალიA სწავლისპროცესშიდააუცილებელიაიმისათვის, რომმიხვდე- რაარიციდაროგორისწავლო. როდესაცსაქმესწავლასეხებამაქსიმალურადლოიალურიდამხარდამჭერიუნდაიყოთ - ბავშვისთვისძირითადიშეტყობინებაუნდაიყოს:  “მემესმისრომგიჭირს, არვბრაზობ, მინდადაგეხმაროდამჯერა, რომ Aშეძლებ;

·         გამონახეთ დრო, კვირაში 2-ჯერ მაინც, რომ ერთად წაიკითხოთ. წიგნისა და კითხვისადმი დადებითი განწყობა მშობელთან ურთიერთობაში ყალიბდება. აუცილებლად იმსჯელეთ წაკითხულზე, ჰკითხეთ ბავშვს რა მოეწონა, თქვენი აზრიც გაუზიარეთ. ბავშვი პირველივე კლასიდან უნდა მიეჩვიოს წაკითხულის შესახებ მსჯელობას და თავისი აზრის გამოხატვას;

·         ამ ასაკის ბავშვები პრაქტიკულად, ხატოვანი შთაბეჭდილებებით სწავლობენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ერთად საგანმანთლებლო ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობა. თუ ამ დროს უფროსები საინტერესო ამბებს უყვებიან და ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, რაც ნახეს, წაახალისებენ შთაბეჭდილებების გაზიარებას, ასე მიღებული ცოდნა ძალიან მყარი და ფასეულია.

·         არშეადაროთბავშვისხვაბავშებს, არცთავისდა-ძმას. ესუარყოფითადმოქმედებსბავშვისთვითშეფასებაზე, აუარსებსბავშვისსაკუთართავზეწარმოდგენასდა ხელს უშლის მის შემეცნებით განვითარებას.

·         თანამედროვე ბავშვები საკმაოდ არიან მიჯაჭვული კომპიუტერზე. შუა ბავშვობის პერიოდში, ცხადია, ილუზიაა კომპიუტერის აკრძალვა, რადგან ბავშვისთვის კომპიუტერული თამაშები თანატოლებთან წარმატებული კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ამიტომ აუცილებელია კომპიუტერი ბავშვის შემეცნების სტიმულირებისთვის გამოვიყენოთ.

·         პირველ რიგში დააწესეთ კომპიუტერთან ურთიერთობის დრო. ბავშვთან/ბავშვებთან ერთად შეიმუშავეთ კომპიუტერის გამოყენების გრაფიკი, რომელიც უნდა შესრულდეს. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ თუ შეთანხმებული წესი არ შესრულდა, მას მეორე დღეს არ ექნება კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება. მეორე მხრივ, თუ კვირის განმავლობაში ბავშვი იცავს კომპიუტერის გამოყენების გრაფიკს, ის დაჯილდოვდება კომპიუტერზე თამაშის დამატებითი დროით კვირის ბოლოს.

·         მოუძებნეთ შემეცნებითი ვებგვერდები ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მცირე დროით მაინც ერთად მოძებნეთ საინტერესო ინფორმაცია, მისთვის შესაფერისი თამაში. გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, რაც აუცილებელია ბავშვთან ნდობის ატმოსფეროსა და მჭიდრო კონტაქტისათვის.

 

ბავშვის ქცევის მართვა და ემოციური რეგულაციის ხელშეწყობა

 

·         6 წლისათვის ბავშვს უკვე მეტ-ნაკლებად უვითარდება ნებელობა, შეუძლია იმპულსის შეკავება, მოთხოვნით დავალების შესრულება, მაგრამ მაინც მას უჭირს გაზიარება, სხვის პოზიციაზე დადგომა, თავისი სურვილის გადავადება. მართალია, მას უკვე აღარ აქვს 3-4 წლის ასაკისთვის დამახასიათებელი სიბრაზის შეტევები, მაგრამ მისი დაყოლიება მითითების შესასრულებლად არც ისე ადვილია. როდესაც ბავშვს უნდა სასურველის მიღება, მან იცის როგორ „აიძულოს: მშობელი, ან მშობლები აუსრულონ სურვილი ან როგორ დაიძვრინოს თავი პასუხისმგებლობისგან. ამიტომ მშობლების ქცევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის ქცევის რეგულაციისათვის.

·         ამ ასაკის ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმის წინასწარ ცოდნას, პროგნოზირებად სიტუაციას. ბავშვმა უნდა იცოდეს რა დროს რისი გაკეთება მოუწევს და თვითონ მიეჩვიოს ამის კონტროლს. ეს ხელს უწყობს ბავშვის დამოუკიდებლობას და თვით-რეგულაციის უნარის განვითარებას. ჩამოკიდეთ მის სამუშაო მაგიდასთან ცხრილი, ასევე შეთანხმდით, რომ თვითონ მიალაგოს მაგიდა და მოიმზადოს ჩანთა. ასწავლეთ ეს როგორ უნდა გააკეთოს. დაუშვებელია ბავშვს თქვენ ჩააცვათ და აჭამოთ იმის საბაბით, რომ გეჩქარებათ ან თვითონ ამას არა აკეთებს.

  • ყველა პრობლემურ ქცევას კონკრეტული მიზანი აქვს: ან ყურადღების ცენტრში ყოფნა/ყურადღების მიქცევა, ან სარგებლის მიღება/სასურველის მიღება, ან თავის დაღწევა. ამიტომ, როდესაც ბავშვი გამომწვევად ან მიუღებლად იქცევა, ყოველთვის უნდა გავიგოთ, რა მიზანი აქვს ამ ქცევას, რისი მიღწევა უნდა ბავშვს.
  • როგორც წესი მშობლები, მოუცლელობის გამო, ბავშვს მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას, როდესაც რაიმე მითითების შესრულება უნდათ მისგან ან შენიშვნას აძლევენ. ცხადია, ამ სიტუაციაში ბავშვის გამოცდილებაა მშობელთან მხოლოდ კონფრონტაციული ურთიერთობა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ბავშვის მიმართ ყურადღება გამოვიჩინოთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე კარგი გააკეთა ან მცირე წარმატებას მიაღწია. ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება და დაფასებაა, რაც ხელს უწყობს მისი თვით-რეგულაციის უნარის ჩამოყალიბებას და ადეკვატურ თვითშეფასებას.
  • იმისათვის, რომ მიუღებელი ქცევა შემცირდეს, აუცილებელია, რომ უფროსებმა არ განამტკიცონ თავისი ქცევით ბავშვის მიუღებელი ქცევა. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან იგნორირების სტრატეგია, როდესაც ისინი ყურადღებას არ აქცევენ ბავშვის წუწუნს და მოთხოვნას, როდესაც ის რაიმეს ითხოვს ან მოითხოვს. მაგ., როდესაც ბავშვს სასურველი ნივთი უნდა და თქვენ არ თვლით საჭიროდ, რომ უყიდოთ. ამ დროს, არ აქცევთ ყურადღებას ბავშვის მოთხოვნას. ერთხელ აუხსნით, რომ ვერ უყიდით ახლა და გაახმოვანებთ მის ემოციებს: „მესმის რომ გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, მაგრამ ახლა ვერ გიყიდი“. მეტს აღარ შედიხართ კონტაქტში, მიუხედავად მისი მოთხოვნებისა.
  • მოთხოვნის იგნორირებისას, ბავშვს არ ეჩხუბებით, არ ეფერებით, არ უკითხავთ მორალს, საერთოდ არაფერს ეუბნებით. ამ დროს, უნდა გადაიტანოთ ბავშვის შემოტევა და დაკავდეთ თქვენი საქმით, ვითომ არ გესმით რა ხდება.
  • იმისათვის, რომ მიუღებელი ქცევა აღარ გამეორდეს, აუცილებელია ოჯახის წევრი უფროსების ერთიანი სტრატეგია. დაუშვებელია ერთი უკრძალავდეს და მეორე პირიქით, ერთი შენიშვნას აძლევდეს და მეორე – ეფერებოდეს. დაუშვებელია ბავშვების თვალწინ მშობლების კინკლაობა და ჩხუბი მათ მიმართ გამოყენებულ მოქმედებებთან დაკავშირებით. თუ ერთი უკრძალავს რაიმეს ან შენიშვნას აძლევს და მეორე არ თვლის, რომ ეს სწორი და ადეკვატურია, მანაც მხარი უნდა დაუჭიროს და შემდეგ უნდა გაარჩიონ საკითხი, ბავშვებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ბავშვების თვალწინ არ უნდა იყოს ერთმანეთის კრიტიკა მათ ქცევასთან დაკავშირებით.
  •  ბავშვის თქვენთვის მისაღები ქცევების განსამტკიცებლად  მკაფიოდ უნდა გამოყოთ რა არის თქვენთვის მისაღები და მოსაწონი ქცევა და ბავშვმაც უნდა იცოდეს რა მოგწონთ და რა არა. ამიტომ, როდესაც ბავშვი თქვენთვის მისაღებად იქცევა, აუცილებლად აღნიშნავთ და აქებთ: „ყოჩაღ, ძალიან კარგია/ ძალიან მომეწონა შენი გაკეთებული/კარგად გამოგივიდა“. შესაბამისად, მარტო მაშინ კი არ აქცევთ ყურადღებას ბავშვს, როდესაც მისი ქცევა არ მოგწონთ, არამედ მაშინაც, როდესაც მოგწონთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ იგნორირებასთან ერთად, რაც ამცირებს მიუღებელ ქცევას, საჭირო ბავშვის წახალისება სწორ და მისაღებ ქცევაზე.
  • კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვის ლანძღვა, ცემა, ყვირილი და ჩხუბი. არ ამცირებთ ბავშვს და არ ეუბნებით, რომ ის „ცუდია“. ეუბნებით, რომ არ მოგწონთ მისი ქცევა. ამიტომ კატეგორიულად არ იყენებთ ბავშვისთვის დამამცირებელ და სალანძღავ ეპიტეთებს („ სულელო, ზარმაცო, დებილო და ა.შ.“).
  • არის მიუღებელი ქცევები, რის იგნორირებასაც ვერ გააკეთებთ და საჭიროა მაშინვე რეაგირება. მაგ., როდესაც ბავშვი ურტყამს მშობელს, ან ტეხავს ნივთებს, ან არ ასრულებს მითითებას, ან დაუსრულებლად რაიმეს მოითხოვს, ან მაგ., არ აკეთებს დავალებებს. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რა ელის იმ შემთხვევაში თუ არასასურველად მოიქცევა ან არ შეასრულებს მითითებას. ამისათვის წინასწარ, ოჯახი უნდა შეთანხმდეს, რა ქცევებია მიუღებელი და რომელ ქცევებზე ექნებათ ბავშვებს სანქცია.
  • ბავშვის დასჯა, ანუ სანქცია გულისხმობს მისთვის სასურველი ნივთის ან მოქმედების დროებით აკრძალვას, რაც ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს. ბავშვი არცევანის წინაშე დგას - ან უნდა თავისი სურვილით იმოქმედოს და წესი დაარღვიოს, რასაც მოყვება სანქცია, ან კი დაიცვას წესი და მიიღოს ჯილდო. მაგალითად, ბავშვმა იცის, რომ ჯერ გაკვეთილები უნდა მოამზადოს და შემდეგ ჩავიდეს ეზოში ან ითამაშოს კომპიუტერზე. თუ ის მაინც ირჩევს კომპიუტერზე/ეზოში თამაშს, ამოქმედდება დაპირებული სანქცია - მეორე დღეს არ ექნება კომპიუტერი და არც ეზოში თამაშის უფლება. თუ ბავშვი პროტესტს გამოთქვამს, მშვიდად, ჩხუბის გარეშე ეუბნებით, რომ მან თვითონ აირჩია ასე, რასაც სამწუხაროდ, შესაბამისი აკრძალვა მოყვება.
  • ასწავლეთ ბავშვს არჩევანის გაკეთება. ყოველთვის შესთავაზეთ შეზღუდული არჩევანი იქნება ეს სადილი, სადმე წასვლა, სათამაშოს, წიგნის ან ტანსაცმლის ყიდვა. ჰკითხეთ, 2-3 ვარიანტიდან რომელი ურჩევნია. ეს ხელს უწყობს ბავშვის პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას და დამოუკიდებლობას.
  • ხშირად ამ ასაკის ბავშვები სიტყვებში ვერ გამოხატავენ თავის ემოციებს და ვერ ბედავენ მშობლებს გაუმხილონ, რაც აწუხებთ. ეს ზოგჯერ იწვევს ხოლმე არასასურველ რეაქციებს შფოთვის, შიშების, აგრესიული ან გამომწვევი ქცევის სახით. ამიტომ აუცილებლად გამონახეთ სულ 15 წუთი იმისათვის, რომ მშვიდად დაელაპარაკოთ ბავშვს მოთხოვნებისა და მითითებების გარეშე. ჰკითხეთ რა მოხდა დღეს მის ცხოვრებაში. თუ არ გპასუხობთ, არ დააძალოთ, თქვენ მოკლედ, დეტალების გარეშე, მაგრამ გულრწფელად მოუყევით დღის განნამავლობაში რა გეწყინათ და რამ გაგახარათ. ბავშვიც თანდათან ისწავლის თქვენგან თავისი დაგროვილი ემოციების სიტყვებში გამოხატვას.

 

 

და რაც მთავარია: პატივი ეცით თქვენ ბავშვს, მის აზრებს და გრძნობებს მაშინაც კი, როდესაც რაიმეს უკრძალავთ და არ უსრულებთ. მან უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის თქვენი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, მაშინაც კი, როდესაც მიუღებლად იქცევა და სანქციას უწესებთ. ასე ისწავლის ბავშვი საკუთარი თავის პატივისცემასა და თავის ქცევაზე პასუხისმგებლობას!