Georgian World Vision მომწოდებლის ქცევის კოდექსი

Download
inclusion
შაბათი, ოქტომბერი 21, 2023

World Vision International (WVI)-ს მტკიცედ აქვს განზრახული, დაიცვას უმაღლესი ეთიკური და მორალური სტანდარტები შესყიდვების ყველა პროცედურის განხორციელებისას. ქცევის ეს კოდექსი ითვალისწინებს პრინციპებისა და ქცევების ერთობლიობას ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებული შესყიდვების, ეთიკის და საერთაშორისოდ აღიარებული კარგი ბიზნეს პრაქტიკის დაცვას. იმის უზრუნველსაყოფად, რომ World Vision/VisionFund და მათი ყოველი შვილობილი ობიექტი (WV/VF) იყოს დონორის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, ჩვენ დავიცავთ დონორთა შესყიდვის მოთხოვნებს, სადაც ეს შესაძლებელია. ამიტომ, WV/VF მოელის, რომ მისი მომწოდებლები, კონტრაქტორები და მათი ქვეკონტრაქტორები ხელს მოაწერენ ქცევის კოდექსს და დაადასტურებენ თანხმობას წინამდებარე პრინციპების დაცვაზე.