დავაფასოთ ბავშვები

Monday, August 7, 2017

სემინარი "დავაფასოთ ბავშვები" ჩატარდა 5-6 ივლისს ქ. ბორჯომში. მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები (მღვდლები და მონაზვნები), ასევე World Vision-ის სათემო მუშაკები კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის  რეგიონებიდან,  ერთად შეიკრიბნენ,  ეკლესიაში ბავშვების ჩართულობის თემაზე სასაუბროდ.      

        "დავაფასოთ ბავშვები" მოდული დაყოფილი იყო ექვს სესიად, რომელთაგან ბოლო,  დაეთმო მონაწილეებს  მიერ,  საკუთარ თემებში  დაბრუნებისთანავე განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას.  ბავშვების კეთილდღეობისა და სულიერი აღზრდისათვის,  უმნიშვნელოვანესად იქნა მიჩნეული ბავშვების  აღზრდა ისეთ გარემოში,  სადაც ისინი გრძნობენ, რომ მათი ხმა და აზრები გაზიარებულია. როგორც მოდულის ფასილიტატორი, WVI გლობალური ცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი ნანა დანელია ამბობს, „ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ღია სივრცე დიალოგისა და გააზრებისათვის, სადაც ჩვენ ყველა ვმსჯელობდით, როგორ შეიძლება  ბავშვები გააზრებულად იქნან ჩართული ეკლესიაში,  რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მათ სულიერ აღზრდას“. ჩვენ დავანახეთ ეკლესიისა  და სულიერ ლიდერებს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც  ბავშვებს შეუძლიათ შეიტანონ საკუთარ თემებში. მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ რა კეთდება ამჟამად მათ თემებში ბავშვების ჩართულობისათვის, მათ მიეცათ დავალება, ჩამოეყალიბებინათ ის გზები, რომლიც ხელს შეუწყობს ეკლესიაში  ბავშვების გააზრებულად  ჩართვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით.  

          სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა რეაქციების საერთო დამაკავშირებელ  რგოლად გამოიკვეთა მათ მიერ ბავშვების როლის ახლებურად გააზრება. მოდულში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ  მნიშვნელოვან როლზე,  რომელსაც  უფალი  ერთნაირად ანიჭებს ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს.  მაგ. მამა მაკარის სიტყვებით, იგი გაოცებულიც კი დარჩა, როდესაც დაინახა რამდენად დეტალურად არის წარმოსახული ბავშვების სახე ბიბლიაში: „ახლა, საღვთო წერილის კითხვისას, მეტ ყურადღებას მივაქცევ იმას, თუ როგორ არიან მასში წარმოსახული ბავშვები“

    მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო „ზედაპირულ მონაწილეობასა“ (როგორიცაა არა-ჩართულობის ფორმები:  „ტოკენიზმი“, მანიპულაცია, დეკორაცია) და გააზრებულ ჩართულობას შორის არსებულ განსხვავება. სემინარის მონაწილეებმა შეძლეს გაეაზრებინათ, თუ როგორ უნდა მოხდეს  ბავშვების  ჩართვა  ისე, რომ მათ ნამდვილად იგრძნონ  თავი ეკლესიის ნაწილად. ბავშვების იმგვარი ჩართვა ეკლესიაში, რომელიც ხელს უწყობს მათ სულიერ აღზრდას,    არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან განსხვავდება იმისაგან, რასაც „ზედაპირული ჩართულობა“  გულისხმობს.    

  სემინარის ბოლოს,  მისი შედეგების გააზრებისას, თითქმის ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ პირველი, რასაც ისინი გააკეთებენ საკუთარ თემებში დაბრუნებისთანავე, იქნება ის, რომ შეხვდებიან ბავშვებს და შეეკითხებიან, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მათ ეკლესიაში. მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც სემინარის მონაწილეებმა მიიღეს იყო ის, რომ უმჯობესია პირდაპირ გაიგონ რა სურთ ბავშვებს და თავს არ მოახვიონ  მონაწილეობის ისეთი ფორმები, რომელიც მათთვის არ იქნება საინტერესო.  ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ბავშვების აზრი მათთვის სასურველ აქტივობაზე გაზიარებული უნდა იქნას არა მხოლოდ ერთხელ, თემში დაბრუნებისთანავე,  არამედ რეგულარულად.  ასევე აღინიშნა, რომ დასაგეგმია ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვების ჩართულობის  გათვალისწინება ეკლესიის ბიუჯეტში. კიდევ ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრა  მამა დავითმა (თბილისი),  რომელმაც აღნიშნა,  რომ ენა, რომელსაც სასულიერო პირები  იყენებენ ურთიერთობაში, ხშირად რთული  გასაგებია ბავშვებისათვის. ამიტომ, იგი შეეცდება მოძებნოს  მის ეკლესიაში  ბავშებთან უფრო მარტივად და პირდაპირი  ურთიერთობის გზები: „ახლა მე მეტი ვიცი  ამ საკითხის,  ჩართულობის სხვადასხვა ფორმებისა და იმის შესახებ, რომ მეტად უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს“.

 მთლიანობაში, ორდღიანმა სემინარმა შესაძლებლობა მისცა სასულიერო პირებსა და სათემო მუშაკებს,  დაესახათ თავად პრობლემა და გაეაზრებინათ, რას ნიშნავს სინამდვილეში ბავშვის  ჩართულობა და როგორ შეიძლება ამის მიღწევა. 

 

 

 

მოამზადა ეკატერინე დანელიამ

 

WVG სტაჟირების პროგრამა