ახალგაზრდული სამიტი, გადაწყვეტილებები ახალგაზრდებისთვის

Tuesday, April 4, 2017

World Vision International საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მართავს ერთ დღიან კონფერენციას „გადაწყვეტილებები ახალგაზრდებისთვის“ , რომელიც გაიმართება

 

სასტუმრო თბილისი მარიოტში, 2017 წლის 6 აპრილს, 9:00 -დან 15:00 საათამდე. 

 

კონფერენციაზე ახალგაზრდებთან მომუშავე სამოქალაქო, საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ განიხილონ ახალგაზრდების მდგომარეობა და იმსჯელონ იმ საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, რაც  ხელს უწყობს ახალგაზრდების  წინაშე არსებული ძირითადი პრობლემების მოგვარებას (განათლება, დასაქმება, სამოქალაქო მონაწილეობა)

 

ფართო ჩართულობისა და დისკუსიის უზრუნველსაყოფად,  World Vision-  ის მიერ კონფერენციაზე მოწვეული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სპორტისა და ახალგაზრდობისულ საქმეთა სამინისტროების უმაღლესი სახელისუფლებო  წარმომადგენლები.

 

 „ახალგაზრდებს საქართველოში ბევრი გამოწვევა აქვთ -  საჭირო სამსახურის პოვნა, მიმდინარე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლიბის მიღება, და აქტიური მოქალაქისათვის საჭირო უნარჩვევების ქონა. ამ მიზეზით საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმართავთ კონფერენციას სადაც აღნიშნული საკითხები ურთიერთ თანამშრომლობის რეჟიმში იქნება განხილული“ ამბობს ჰანს ბედერსკი, World Vision  სამხრეთ კავკასიის დირექტორი.

 

ახალგაზრდები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენენ და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ. ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელმა 2015 წელს 30%შეადგინა.  ამ პრობლემას ხშირად  შეუქცევადი შედეგები მოაქვს, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს მთელი თაობის მენტალურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. 

 

World Vision საქართველო 2014-2018 წლების ეროვნულ სტრატეგიაში პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდების გაძლიერებას. ახალგაზრდებთან დაკავშირებით ორგანიზაციისმისი სტრატეგიული მიზანიაა: ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ზრდა პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად ყველა დონეზე.

World Vision საქართველო  მუშაობს 13 მუნიციპალიტეტის 6 რეგიონში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო) და თბილისში. დღეისათვის კლასგარეშე აქტივობებში სულ  ჩართულია 15 000-მდე ბავშვი და ახალგაზრდა.  2016 წელს ჭორლდ Vისიონ  საქართველოს  ბიუჯეტმა  შეადგინა  5 მლნ. დოლარი, რომლის 12% ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ აქტივობებში  ინვესტირებაზე იქნა მიმართული. 

 

 საკონტაქტო ინფორმაცია: ანა ჩხაიძე, კომუნიკაციების დირექტორი.

მობ: 551 133331; email: ana_chkhaidze@wvi.org