სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერი ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის

Tuesday, January 30, 2018

      
 

 

პრეს-რელიზი
31 იანვარი, 2018 წელი

 

2018 წლის 31 იანვარს, 11:00 საათზესასტუმრო „თბილისი მარიოტში“ (მისამართი: რუსთაველის 13) გიმართება ახალგაზრდული კონფერენცია ,,საზოგადოება უკეთესი მომავლისთვის”.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ ფარგლებში . პროექტს ახორციელებს World Vision საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

კონფერენციის მიზანია პროექტის შედეგების გაცნობა, პილოტირებული მოდელების, წარმატებული მაგალითების წარდგენა სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისადმი.

კონფერენციას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ახალგაზრდებთან მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მოდელი და ვებ-პორტალი www.ganatldi.ge  

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განიხილება სამომავლო სექტორთშორისი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ორ წლიანი პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ ბიუჯეტი 533,199 ევროს შეადგენს, იგი 2016 წელს დაიწყო და  კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება.

ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობას სამოქალაქო მონაწილეობისა და ჩართულობის პოპულარიზაციის გზით.

საკონტაქტო პირი: ირაკლი გიორბელიძეახალგაზრდული პროგრამის ტექნიკური კოორდინატორი

 

ტელ: 557 67 97 19; ელ-ფოსტა: irakli_giorbelidze@wvi.org