ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ,,ეს არ არის ჩემი არჩევანი''

Thursday, May 4, 2017

პრეს რელიზი                                                                                                                      

 კამპანიის  „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ გახსნის ღონისძიება

 

World Vision  საქართველო იწყებს ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“.  აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ოფისი უერთდება World Vision- ის გლობალურ  კამპანიას  „ მსოფლიო ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც  100-მდე ქვეყანაა  გაერთიანებული.

კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართება  თბილისი მარიოტში, 2017 წლის 5 მაისს, 09:30 საათზე.

  გახსნის ღონისძიებაზე დონორ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად წარმოგიდგენთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემებს და იმ ძირითად მიმართულებებს, რაზეც კამპანიის ფარგლებში ვიმუშავებთ.   გაგაცნობთ World Vision  საქართველოს ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებზე.   

2013 წელს  დონორთა დახმარებით საქართველოს მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა  გააერთიანეს თავიანთი  ძალისხმევა  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის სერვისის შესაქმნელად და მათი იდენტიფიცირებისა და საჭირო სერვისებში რეფერირების მექანიზმის შესამუშავებლად. დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებულია  დაახლოებით 800  ბავშვი, რომლებიც  ყოველდღიურად ქუჩაში ცხოვრობენ. ფიზიკური დასჯა, ცუდი მოპყრობა, ძირითადი და განვითარების   საშუალების არქონა მათი ოჯახის წევრების,  ახლო ნათესავებისა და სხვა უფროსი ადამიანების მხრიდან ეკონომიკური ექსპლოატაციის შედეგებია. „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“  კამპანიის  მიზანია  დავასრულოთ ქუჩებში ბავშვების ექსპლოატაცია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით  და  ხელისუფლების ჩართულობით, რაც ექსპლოატაციის ამკრძალავი და მის პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის ამოქმედებაში უნდა გამოიხატოს.

 

 World Vision საქართველო  მრავალი წელია   მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე.   დღესდღეობით ჩვენი ორგანიზაცია  სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს  ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება;