საქართველო

1994 წელს World Vision-მა ოფისი გახსნა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ეკონომიკური დახმარების გაწევას და საქართველოს ღარიბი და დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. ამჟამად World Vision-ის საქართველოს ოფისის ყველა პროექტი ორგანიზებულია ორი ძირითადი კომპონენტის გარშემო: ბავშვები და ახალგაზრდები, და სიღარიბის დაძლევა. პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას. ჩვენი საქმიანობა თემის განვითარებაზეა ორიენტირებული და გრძელვადიან ინტერვენციას გულისხმობს.

World Vision-ს არჩეული აქვს მდგრადი მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესება გულისხმობს მოცემული ბავშვის ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო ობიექტების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას.

World Vision-ის საქართველოს ოფისი ქვეყნის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში ახორციელებს საქმიანობას: იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და ახლა უკვე თბილისში. ჩვენი რეგიონული პროექტები სამხარეო განვითარების პროგრამის სახელით არის ცნობილი.

World Vision-ის საქართველოს ოფისის ზოგადი მიზანია, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ ჯანსაღ და აქტიურ საზოგადოებაში, რომელიც ინკლუზიური და ტოლერანტულია და თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა ყველასთვის.

რამდენ ბავშვზე მოახდინა გავლენა ჩვენმა საქმიანობამ:

2014 წელს World Vision-ის საქართველოს ადვოკატირების, განვითარებისა და ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების პროგრამების ფარგლებში უშუალო

ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 52 916 ადამიანს, აქედან 10 589 ბავშვი/ახალგზარდა, ხოლო 42 327 ზრდასრული. ამას გარდა, World Vision-ის საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული ადვოკატირების ღონისძიებების შედეგად მოხდა სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება და ადვოკატირების წარმოება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან სხვადასხვა დონეებზე, ქვეყნის მასშტაბით 1 046 500 ბავშვსა და ახალგაზრდაზე უფრო მეტი გავლენისა და შედეგის მისაღწევად.